понедельник, 8 декабря 2014 г.

გაკვეთილის თემაილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია
სწავლების საფეხური დისციპლინაIX  კლასი ქართული ენა და ლიტერატურა
მოსწავლეთა რაოდენობა21 მოსწავლე
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგებიუკვე არსებული ცოდნის გამოყენების უნარის შემოწმება;
საჭირო ინფორმაციის მოძიების  უნარის განვითარება;
საპრეზენტაციო უნარის განვითარება.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
  • შეძლებს ზეპირ გამოსვლას კონკრეტული აუდიტორიის წინაშე
  • მკაფიოდ, ცხადად  და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, საკუთარ მოსაზრებას.
  • საუბრობს კონკრეტული თემის სპეციფიკის  შესაბამისი ცნებებით, ტერმინებით,რომლებიც თავადაც კარგად აქვს გააზრებულიდა სხვებს აგებინებს.

  • საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებსდა სხვადასხვა საინფორმაციორესურსს(ინტერნეტს, ვიდეო მასალას)
  • იყენებს საორგანიზაციო მოდელებს (ქრონოლოგიურ თანამიმდევრობას, მიზეზ–შედეგობრიობას)
  • მსჯელობს იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს, იდეებს, პრობლემატიკას და ინფორმაციის სპეციფიკურობას, აანალიზებს კონკრეტული ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებს და  მათს გავლენას ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემის გადაჭრის გზებზე.
თანმიმდევრობა აქტივობა 1. მოსწავლეები აანალიზებენ თავის დასაწყისში მოცემულ ილიას სიტყვებს: ,,მოვიკლათ წარსულ დროებზედ დარდი“ (7-8 წთ)
  აქტივობა 2. მასწავლებელი სთხოვს გაიხსენონ, რა იციან ილიას ბიოგრაფიიდან და რისი გაგება სურთ და შეავსებენ ცხრილს   ვიცი--მინდა ვიცოდე---გავიგე.
   შემდეგ გააანალიზებენ (პრეზენტაცია 10 წთ)

   აქტივობა 3. ინდივიდუალურად წაიკითხავენ სახელმძღვანელოში მოცემულ ბიოგრაფიას და ავსებენ მესამე სვეტსაც (12 წთ)
მასწავლებელი წარმოადგენს ელექტრონულ პრეზენტაციას -- ილიას ბიოგრაფია (7-8 წთ)
   აქტივობა 4. გონებრივი იერიში -- კითხვების საშუალებით მასწავლებელი გაახსენებს რომანტიზმის დამახასიათებელ ნიშნებს , შეადარებინებს ილიას მრწამსთან. (5 წთ)
საშინაო დავალება (2 წთ)
მოიძიონ მასალა ილიას შესახებ - გადმოწერონ სურათები, ამოკრიბონ ძირითადი მომენტები ილიას ბოგრაფიიდან და პოვერპოინტში წარმოადგინონ პრეზენტაცია.
შეფასებამასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა აქტიურობასა და მუშაობის პროცესზე.
საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათლებლო რესურსებიკომპიუტერი,პროექტორი
ინფორმაციის წყარო ნაბეჭდი ტექსტი, სახელმძღვანელო,ელექტრონული ვერსია.

Комментариев нет:

Отправить комментарий