пятница, 5 декабря 2014 г.

აკაკი წერეთელი -- "ჩემი თავგადასავალი"


1. პროექტის სახელწოდება: აკაკი წერეთელი -- "ჩემი თავგადასავალი"
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) : აკაკი წერეთლის ავტობიოგრაფიული       მოთხრობა,რომელიც აღწერს მის ცხოვრებას ყრმობიდან.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან აკაკის ბიოგრაფიას,გაიგებენ მე-19 საუკუნის სკოლას, მოსწავლეების მდგომარეობას, მათი აღზრდისა და სწავლების მეთოდებს და გაავლებენ პარალელს დღევანდელობასთან.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები ჩაუღრმავდებიან აკაკის ცხოვრებასა და მოღვაწეობას,იმსჯელებენ აკაკისდროინდელ სკოლაზე, მოაწყობენ პრეზენტაციებს.
5. მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ელექტრონული პრეზენტაცია (სლაიდ-შოუ),კედლის გაზეთი.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო,ისტ-ი.
9. პროექტრის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით,ჯგუფური მუშაობა კლასში,პრეზენტაცია.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
      ლიტერატურა: მხატვრული ტექსტის კითხვა და გააზრება,მსჯელობის უნარის განვითარება,სხვადასხვა საშუალების (ბიბლიოთეკა,ინტერნეტი,ენციკლოპედია) გამოყენება.
      ისტორია: ეპოქისა და აკაკის თანამედროვე ცნობილი საზოგადო მოღვაწეების გაცნობა.
      ისტ : ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოძიება და ელექტრონული პრეზენტაციის მომზადება.
11. პროექტის ხელმძღვანელი: თეა ათუაშვილი.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: atuashvilitea@gmail.com
   

Комментариев нет:

Отправить комментарий