გაკვეთილის თემა | ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია |
სწავლების საფეხური დისციპლინა | IX კლასი ქართული ენა და ლიტერატურა |
მოსწავლეთა რაოდენობა | 21 მოსწავლე |
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები | უკვე არსებული ცოდნის გამოყენების უნარის შემოწმება; საჭირო ინფორმაციის მოძიების უნარის განვითარება; საპრეზენტაციო უნარის განვითარება. |
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები |
|
თანმიმდევრობა | აქტივობა 1. მოსწავლეები აანალიზებენ თავის დასაწყისში მოცემულ ილიას სიტყვებს: ,,მოვიკლათ წარსულ დროებზედ დარდი“ (7-8 წთ) აქტივობა 2. მასწავლებელი სთხოვს გაიხსენონ, რა იციან ილიას ბიოგრაფიიდან და რისი გაგება სურთ და შეავსებენ ცხრილს ვიცი--მინდა ვიცოდე---გავიგე. შემდეგ გააანალიზებენ (პრეზენტაცია 10 წთ) აქტივობა 3. ინდივიდუალურად წაიკითხავენ სახელმძღვანელოში მოცემულ ბიოგრაფიას და ავსებენ მესამე სვეტსაც (12 წთ) მასწავლებელი წარმოადგენს ელექტრონულ პრეზენტაციას -- ილიას ბიოგრაფია (7-8 წთ) აქტივობა 4. გონებრივი იერიში -- კითხვების საშუალებით მასწავლებელი გაახსენებს რომანტიზმის დამახასიათებელ ნიშნებს , შეადარებინებს ილიას მრწამსთან. (5 წთ) საშინაო დავალება (2 წთ) მოიძიონ მასალა ილიას შესახებ - გადმოწერონ სურათები, ამოკრიბონ ძირითადი მომენტები ილიას ბოგრაფიიდან და პოვერპოინტში წარმოადგინონ პრეზენტაცია. |
შეფასება | მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა აქტიურობასა და მუშაობის პროცესზე. |
საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათლებლო რესურსები | კომპიუტერი,პროექტორი ინფორმაციის წყარო ნაბეჭდი ტექსტი, სახელმძღვანელო,ელექტრონული ვერსია. |
პირადი ბლოგი
ქ.თბილისის N 76 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თეა ათუაშვილი
понедельник, 8 декабря 2014 г.
пятница, 5 декабря 2014 г.
აკაკი წერეთელი -- "ჩემი თავგადასავალი"
1. პროექტის სახელწოდება: აკაკი წერეთელი -- "ჩემი თავგადასავალი"
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) : აკაკი წერეთლის ავტობიოგრაფიული მოთხრობა,რომელიც აღწერს მის ცხოვრებას ყრმობიდან.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან აკაკის ბიოგრაფიას,გაიგებენ მე-19 საუკუნის სკოლას, მოსწავლეების მდგომარეობას, მათი აღზრდისა და სწავლების მეთოდებს და გაავლებენ პარალელს დღევანდელობასთან.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები ჩაუღრმავდებიან აკაკის ცხოვრებასა და მოღვაწეობას,იმსჯელებენ აკაკისდროინდელ სკოლაზე, მოაწყობენ პრეზენტაციებს.
5. მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ელექტრონული პრეზენტაცია (სლაიდ-შოუ),კედლის გაზეთი.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო,ისტ-ი.
9. პროექტრის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით,ჯგუფური მუშაობა კლასში,პრეზენტაცია.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ლიტერატურა: მხატვრული ტექსტის კითხვა და გააზრება,მსჯელობის უნარის განვითარება,სხვადასხვა საშუალების (ბიბლიოთეკა,ინტერნეტი,ენციკლოპედია) გამოყენება.
ისტორია: ეპოქისა და აკაკის თანამედროვე ცნობილი საზოგადო მოღვაწეების გაცნობა.
ისტ : ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოძიება და ელექტრონული პრეზენტაციის მომზადება.
11. პროექტის ხელმძღვანელი: თეა ათუაშვილი.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: atuashvilitea@gmail.com
Подписаться на:
Сообщения (Atom)